Monday 6 September 2010

მასწავლებლები. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.

ეკატერინე ნაროუშვილი.

  •   ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.(1983-1988წწ)
  • ისტორიის ფაკულტეტი.
  • ქ. იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი 1987-1988წწ..(გერმანია)
  • ქ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პოლიტოლოგიის კათედრა
  • ქ. ქუთაისის სამხედრო  ლიცეუმი.
  • ქ. ქუთაისის  ოცდამეოთხე  საჯარო სკოლა. 
  • მიყვარს:  უცხო ენების შესწავლა, მოგზაურობა, კლასიკური გიტარის მოსმენა ...
  • ვოცნებობ ; შევქმნა    ღირებული ვიდეო და ანიმაციური გაკვეთილები ისტორიაში
  • უზომოდ  მიყვარს: ვაჟა , ანტონიო  გაუდი, ვივალდი, ესპანური ენა ,მეგრული სიმღერა.....
  • .......................................................
  • მეუღლე: მერაბ ჯოხაძე .ბაუმანის ტექ. უნივერსიტეტი. ქუთაისის პოლიტექმინური ინსტიტუტი. მასალათგამძლეობის კათედრა. 
  • შვილები: ფიქრია ჯოხაძე.  დაამთავრა ქ.ქუთაისის ფიზიკა-მათემათიკური  გიმნაზია .   პირველი მუსიკალური სკოლა. მევიოლინე..  ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკულტეტის   მესამე კურსის სტუდენტი.
  • ირაკლი ჯოხაძე. ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. საამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.უყვარს არქიტექტურა, ხელოვნება, გიტარა.
  • ---------------------------

19.05.2019...
შენიშვნა : ეს ბლოგი ადრე მოვამზადე .. 2010 წელს ეს წერილია დაფიქსირებული. უფრო ადრინდელი ალბათ წავშალე ... არ იყო სწორი  გადაწყვეტილება. ახლა მაინტერსებს ადრე როგორ ვმუშაობდი...
რა შეიცვლა? კატედრის გამგის მოვალეობას დღემდე მორიგეობით ვიბარებთ და ვაბარებთ..ეს ძალიან ცუდია. წელს ითქვა რომ სექტემბრიდან (2019წ !!!) ასე არ მოხდება და კვალიფიკაციას მიექცევა ყურადღება..არ ვიცი რა შეიცვლება სექტემბერში, მაგრამ ალბათ არაფერს წავშლი ამ ბლოგიდან და გავაგრძელებ მუშაობას..

           სხვა? ფიქრიამ თსუ  წარჩინებით დაამთავრა , ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტი, პერსპექტიული ფინანსისტია მდიდარი სამუშაო გამოცდილებით, ცოდნით, უნარებით ..ძალიან კარგი ანაზღაურებით ..
 შვილებმა ჩემი და ჩემი წინაპრების გზა (ორივე ბაბუა პედაგოგი იყო,მშობლები, დეიდები,დეიდაშვილები,ბიძაშვილები..) არ აირჩიეს  .... მგონი გასაგები მიზეზების გამო
არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში არ სურთ მუშაობა ( მშობლების გამოცდილების ბრალია? რა ვიცი, რა ვიცი..)
         ირაკლიმ ოცნება აიხდინა და დატოვა მშობლიური ქუთაისი, ამთავრებს არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურას და სულ მსაყვედურობს ქუთაისში გატერებული  სტუდენტობის გამო.. რატომ?   ამასაც თავად მიხვდებით .ორივეს განსაკუთრებულად უყვარს მუსიკა . უკრავენ ვიოლინოზე, გიტარაზე , მღერიან...
         ჩემთანაც შეიცვალა რაღაცეები . მაგ.  გავხდი უფროსი მასწავლებელი ( ვგულისხმობ ამ გვერდის შემნის შემდეგ ), ველოდები სტატუსის შეცვლას, სექტემბრიდან სავარაუდოდ წამყვანის სტატუსი უნდა  მომენიჭოს.. ეს ადრეც შეიძლებოდა , მაგრამ დოკუმენტებთან და  ადამიანებთან ვერ გამოვიჩინე საჭირო სიფრთხილე..ცუდია  როდესაც    ჭკუას საკუთარ შეცდომებზე სწავლობ ..
        სისტემაში დიდი ცვლილებების დროა , თუ  ყინული დაიძრა ,მაშინ მეც გამიჩნდება სტიმული და შევძლებ ამ სივრცეში დარჩენას
         ჩემი იმედი მომავლის სკოლაა, ციფრული სკოლის პროექტი ძალიან მომწონს. 
ვნახოთ რა შეიცვლება ..იმედი ბოლოს კვდება
წარმატებები!
        

Ekaterine Narow's Slidely by Slidely Slideshow

1 comment: