კათედრის დოკუმენტები

დებულება


კათედრის ზოგადი დებულება



1. კათედრის ფუნქციები:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლებისკოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება,წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემებისგადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვისსაგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიურისაბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ.ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთოთემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებებისმოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვემეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთანდაკავშირებით.
2. კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლოწლის ვადით;
ბ) საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციისპრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავეპირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაცსაგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნებათავმჯდომარე.
3. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგისმომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრებისშედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ.გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლომასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების(კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების დასხვ.) ორგანიზება.
4. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა აერთიანებს მონათსავე დისციპლინებს:
  •   -ისტორია;
  •   -გეოგრაფია;
  •   -სამოქ./განათლება
     კათედრის ყველა წევრი (თუ არსებობს მაძიებელი პედაგოგიც) სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით. 
    გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების 2/3-ის თანხმობით.
    თანაბარი რაოდენობის ხმების შემთხვევაში ბოლო სიტყვა ეკუთვნის კათედრის თავმჯდომარეს.

    კათედრა ვალდებულია იზრუნოს საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნაზე;

ბიბლიოთეკაში შედის:

  • მოქმედი სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლარი;
  • მეთოდური ლიტერატურა;
  • საგნობრივი და პერიოდული გამოცემები;
  • აუდიოვიზუალური მასალის ფონდი;
  • ვიდეოთეკა და სხვ.

მიზნები და ამოცანები

კათედრის მიზანი: 

  • სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება და საგნების სწავლებისადმი წაყენებული მოთხოვნის განხორციელება.


კათედრის ამოცანები:  

  • ახალი მეთოდების განხილვა-გაზიარება;
  • ერ./სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო გეგმებისა და კურიკულუმების შედგენა;
  • საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა;
  • ურთიერთ- და მოსწავლეთა შეფასების ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა;
  • სკოლის თვითშეფასებაში მონაწილეობა;
  • სასწ./აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო დაწესებულებაში საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების კვლევა და მისი გადაჭრის გზების ძიება;
  • მოსწავლეთა კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების ჩატარება;
  • პედაგოგთათვის კონკურსების, კონფერენციების, სემინარების მოწყობა;
  • სასწ./წლის განმავლობაში (შუაში, ბოლოს) მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება (გამოფენები, სპექტაკლები და სხვ;);
  • წახალისების ფორმების შექმნა, პრიზების დაწესება;
  • ვებგვერდების, სლაიდების, თემატური კატალოგების და სხვ. საჭირო მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით; 
  • საუკეთესო მასწავლებლის გამოცდილების შესწავლა;
  • ახალბედა მასწავლებლისათვის დახმარების გაწევა პედაგოგიური დახელოვნების მიზნით;
  • თვითგანვითარებასა და სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა-სრულყოფაზე ზრუნვა;
  • საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
  • სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება და სხვ;

  



No comments:

Post a Comment