Monday, 16 April 2012

       ჩემი პორტფოლიო












ზგემი
მოზარდმა უნდა შეძლოს:

 )ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება :
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;
)ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
)ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი :
დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენსმოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა;ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმ -ჯობესებლად;
)დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ -ჩვევები;
)იყოს შემოქმედი,თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;
)საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც; 
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებამოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის .
)კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ- ჩვევები (წერა ,კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის ;
)იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები.სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლადმოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

Monday, 6 September 2010

მასწავლებლები. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.

ეკატერინე ნაროუშვილი.

  •   ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი.(1983-1988წწ)
  • ისტორიის ფაკულტეტი.
  • ქ. იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი 1987-1988წწ..(გერმანია)
  • ქ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პოლიტოლოგიის კათედრა
  • ქ. ქუთაისის სამხედრო  ლიცეუმი.
  • ქ. ქუთაისის  ოცდამეოთხე  საჯარო სკოლა. 
  • მიყვარს:  უცხო ენების შესწავლა, მოგზაურობა, კლასიკური გიტარის მოსმენა ...
  • ვოცნებობ ; შევქმნა    ღირებული ვიდეო და ანიმაციური გაკვეთილები ისტორიაში
  • უზომოდ  მიყვარს: ვაჟა , ანტონიო  გაუდი, ვივალდი, ესპანური ენა ,მეგრული სიმღერა.....
  • .......................................................
  • მეუღლე: მერაბ ჯოხაძე .ბაუმანის ტექ. უნივერსიტეტი. ქუთაისის პოლიტექმინური ინსტიტუტი. მასალათგამძლეობის კათედრა. 
  • შვილები: ფიქრია ჯოხაძე.  დაამთავრა ქ.ქუთაისის ფიზიკა-მათემათიკური  გიმნაზია .   პირველი მუსიკალური სკოლა. მევიოლინე..  ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკულტეტის   მესამე კურსის სტუდენტი.
  • ირაკლი ჯოხაძე. ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. საამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.უყვარს არქიტექტურა, ხელოვნება, გიტარა.
  • ---------------------------

19.05.2019...
შენიშვნა : ეს ბლოგი ადრე მოვამზადე .. 2010 წელს ეს წერილია დაფიქსირებული. უფრო ადრინდელი ალბათ წავშალე ... არ იყო სწორი  გადაწყვეტილება. ახლა მაინტერსებს ადრე როგორ ვმუშაობდი...
რა შეიცვლა? კატედრის გამგის მოვალეობას დღემდე მორიგეობით ვიბარებთ და ვაბარებთ..ეს ძალიან ცუდია. წელს ითქვა რომ სექტემბრიდან (2019წ !!!) ასე არ მოხდება და კვალიფიკაციას მიექცევა ყურადღება..არ ვიცი რა შეიცვლება სექტემბერში, მაგრამ ალბათ არაფერს წავშლი ამ ბლოგიდან და გავაგრძელებ მუშაობას..

           სხვა? ფიქრიამ თსუ  წარჩინებით დაამთავრა , ასევე შავი ზღვის უნივერსიტეტი, პერსპექტიული ფინანსისტია მდიდარი სამუშაო გამოცდილებით, ცოდნით, უნარებით ..ძალიან კარგი ანაზღაურებით ..
 შვილებმა ჩემი და ჩემი წინაპრების გზა (ორივე ბაბუა პედაგოგი იყო,მშობლები, დეიდები,დეიდაშვილები,ბიძაშვილები..) არ აირჩიეს  .... მგონი გასაგები მიზეზების გამო
არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში არ სურთ მუშაობა ( მშობლების გამოცდილების ბრალია? რა ვიცი, რა ვიცი..)
         ირაკლიმ ოცნება აიხდინა და დატოვა მშობლიური ქუთაისი, ამთავრებს არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურას და სულ მსაყვედურობს ქუთაისში გატერებული  სტუდენტობის გამო.. რატომ?   ამასაც თავად მიხვდებით .ორივეს განსაკუთრებულად უყვარს მუსიკა . უკრავენ ვიოლინოზე, გიტარაზე , მღერიან...
         ჩემთანაც შეიცვალა რაღაცეები . მაგ.  გავხდი უფროსი მასწავლებელი ( ვგულისხმობ ამ გვერდის შემნის შემდეგ ), ველოდები სტატუსის შეცვლას, სექტემბრიდან სავარაუდოდ წამყვანის სტატუსი უნდა  მომენიჭოს.. ეს ადრეც შეიძლებოდა , მაგრამ დოკუმენტებთან და  ადამიანებთან ვერ გამოვიჩინე საჭირო სიფრთხილე..ცუდია  როდესაც    ჭკუას საკუთარ შეცდომებზე სწავლობ ..
        სისტემაში დიდი ცვლილებების დროა , თუ  ყინული დაიძრა ,მაშინ მეც გამიჩნდება სტიმული და შევძლებ ამ სივრცეში დარჩენას
         ჩემი იმედი მომავლის სკოლაა, ციფრული სკოლის პროექტი ძალიან მომწონს. 
ვნახოთ რა შეიცვლება ..იმედი ბოლოს კვდება
წარმატებები!
        

Ekaterine Narow's Slidely by Slidely Slideshow